გიორგი რუხაძე "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარს ამბობს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
რუხაძე პარტიიდან წასვლის მიზეზებს სოციალურ ქსელში მოკლედ განმარტავს. ის აცხადებს, რომ პირადი მოსაზრებებით თქვა უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე.
როგორც ცნობილია, პარტია დატოვა ხათუნა ლაგაზიძემ. მიზეზად მან პარტიის ღირებულებების შეცვლა დაასახელა.
პარტიის ლიდერმა საარჩევნო სიის პირველი 13 კანდიდატი გუშინ დაასახელა, რომელშიც ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძე არ იყვნენ.