logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვინ არის მართლა კრიმინალი და ვის გაშავებას ცდილობს სისტემა, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ზერეკიძესთან დაკავშირებით
- +

31 ოქტომბერი. 2023. 21:32

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი იმ მოვლენებს იხსენებს, როდესაც გიორგი ზერეკიძე დააკავეს და პარლამენტთან მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართებოდა. სუბარი, რომელიც იმ დროს სახალხო დამცველი იყო, აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს ვინ არის მართლა კრიმინალი და ვის გაშავებას ცდილობს სისტემა, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება გიორგი ზერეკიძესთან დაკავშირებით.

 

 

„გიორგი ზერეკიძის ოჯახმა გაასაჩივრა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ოჯახს სთხოვეს, ოღონდ გამოიტანეთ [სარჩელიო] და რაღაც შეღავათებს გაგიკეთებთო. როგორც კი გამოიტანეს სარჩელი, მამა დაიჭირეს და საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ციხეში. გრიგორიადისის საქმე არის სრულიად საპირისპირო მოვლენა, როდესაც ადამიანი, რომელზეც ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ესროდა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ცდილობდა ეს ადამიანები ცოცხლად დაეწვა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვინ არის მართლა კრიმინალი და ვის გაშავებას ცდილობს სისტემა, რასაც აკეთებდნენ ზერეკიძესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner