გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ იგი ღრმად შეშფოთებულია ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის გამწვავებით.
ესკალაცია მოიცავს „ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციებს, რომელსაც თან ახლავს ინტენსიური საჰაერო თავდასხმები და ისრაელის მიმართულებით ღაზის მხრიდან სარაკეტო სროლები“, - ნათქვამია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში.
"მე ღრმად შეშფოთებული ვარ ღაზის მიღმა საშიში ესკალაციის რისკის გამო", - დასძინა მან.