"სისხლის აღების ტრადიცია იყო ასეთი დადგენილი, ოჯახის ცალკე ერთი წევრი კი არ უნდა განადგურებულიყო, არამედ მთლიანად ოჯახი," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წინა ხელისუფლების მმართველობასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ეს არის პირდაპირი მოწოდება [სააკაშვილის განცხადება გრიგორიადისზე, სადაც მას მადლობას უხდის], რომ აი დებო და ძმებო, ერთმა ადამიანმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. ბატონი ზერეკიძის გამოხმაურება [სააკაშვილის განცხადებაზე], რომელიც ვიხილეთ, მისი სულისკვეთება თავიდან ბოლომდე უნდა გავიზიაროთ. როდესაც ამ ადამიანის ასაკზე ვამახვილებთ ყურადღებას, იქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მისი [ზერეკიძის] მშობლები დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით. სისხლის აღების ტრადიცია იყო ასეთი დადგენილი, ოჯახის ცალკე ერთი წევრი კი არ უნდა განადგურებულიყო, არამედ მთლიანად ოჯახი“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.