აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ, აშშ გაზრდილი საფრთხის გარემოში იმყოფება.
მეიორკასმა ჩამოთვალა მთელი რიგი ქმედებები, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახორციელებს თემებისა და სამართალდამცველების დასახმარებლად.
მანამდე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომმა აშშ-ში ამერიკელებზე თავდასხმების საფრთხე ახალ დონეზე აიყვანა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე შეერთებულ შტატებში ებრაულ და მუსლიმურ თემებს ეხება.