სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, თუ აშშ არ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
"შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი [უკრაინაში] წარმატებას მიაღწევს", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გარეშე პუტინი მხოლოდ გაძლიერდება და ის წარმატებული იქნება იმის კეთებაში, რისი გაკეთებაც სურს.