logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვით ძალებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ
- +

1 ნოემბერი. 2023. 00:52

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვით ძალებს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ, თუმცა ამისთვის მძიმე ფასს იხდიან.

 

 

"ჩვენ ვათავსებთ ძალებს ფართო მასშტაბით, ღაზის სექტორის სიღრმეში. არის ბრძოლები იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ [ღაზაში] და შედეგები და მიღწევები ბრძოლის ველზე ძალიან მაღალია", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"სამწუხაროდ, ომს თავისი ფასიც აქვს და ბოლო დღეებში ეს ფასი მძიმე იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცე განწყობა გვაქვს, გავაგრძელოთ და გავიმარჯვოთ", - დასძინა იოავ გალანტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner