ესპანეთის პრინცესამ და ტახტის მემკვიდრემ ლეონორმა, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, პარლამენტისა და კონსტიტუციის წინაშე ფიცი დადო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრადიციული ცერემონია მადრიდში გაიმართა. ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, ტახტის მემკვიდრე ფიცს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ დებს. ამ ფიცში ის ოფიციალურად იღებს მემკვიდრის ვალდებულებებს, დაიცვას კონსტიტუცია და კანონები, პატივი სცეს მოქალაქეებს და იყოს მეფის ერთგული.
ლეონორმა სკოლა მაისში დაამთავრა, აგვისტოში კი მის სამწლიანი სამხედრო მომზადება დაიწყო. უმაღლესი განათლების მიღებას პრინცესა 21 წლიდან დაიწყებს.
ამასთან, თუ ლეონორის მშობლებს, მეფე ფელიპესა და დედოფალ ლეტისიას კიდევ ერთი შვილი - ვაჟი ეყოლება, ლეონორი მემკვიდრის სტატუსს დაკარგავს, რადგან ესპანეთის კონსტიტუცია უპირატესობას კვლავ მამრობითი სქესის მემკვიდრეებს ანიჭებს.