ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ავიაიერიშის შედეგად, „ჰამასის“ ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური, იბრაჰიმ ბიარი მოკლეს.
"ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა, შინ ბეთის [ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური] სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, ცოტა ხნის წინ მოკლეს იბრაჰიმ ბიარი, ტერორისტული ორგანიზაციის ჯაბალიის ცენტრის ბატალიონის მეთაური, რომელიც 7 ოქტომბრის ტერაქტის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თავდასხმის შედეგად დაშავდა "ჰამასის" ბევრი ტერორისტიც", - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.