logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“
- +

1 ნოემბერი. 2023. 10:14

 

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებენ დესტრუქციულ საქმიანობას - მათთვის მიუღებელია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გაზრდილია. ეს იკვეთება არაერთ განცხადებაში, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან და პირველი პირებიდან ჟღერდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, რომ საქართველოსთან მიმართებაში (რომელიც ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს) არ მოხდეს შეცდომის დაშვება და მიღებულ იქნეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებენ დესტრუქციულ საქმიანობას - მათთვის მიუღებელია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“. ამ ადამიანებისთვის ქვეყნის ინტერესი არის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორმე „ქართული ოცნება“ დააზიანონ, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ არის საზოგადოების უდიდესი ნაწილით მხარდაჭერილი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და წარადგენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან. ოპოზიციის მოქმედებები არის ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული, ისინი ითხოვენ, რომ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწევა შემდეგი წლის არჩევნების შემდეგ, რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საზოგადოებაში მათ რეალურ სახეს“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner