logo_geo
eng_logo
„სტარლინკი“ უკვე საქართველოშია - ილონ მასკი
- +

1 ნოემბერი. 2023. 10:38

 

 

მაღალი სიჩქარის თანამგზავრული ინტერნეტი „სტარლინკი“ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა და „სტარლინკმა“ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში) დაწერეს, რომელიც ასევე ილომ მასკს ეკუთვნის.

 

Starlink არის თანამგზავრების დიდი ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლიან ინტერნეტს. SpaceX-ის მიზანია, ამ ახალი სერვისით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის, ინტერნეტკავშირი პლანეტის ისეთ ზონებშიც კი, სადაც ინტერნეტი ტრადიციულად არ არის, მათ შორის ქვეყნის რეგიონებში, სოფლებში; ქალაქებში კი მომხმარებლებს შეიძლება კონკურენტუნარიანი ფასი შესთავაზოს.

 

მომხმარებლები თანამგზავრებს სახლში დამონტაჟებული პატარა თანამგზავრული მიმღებით დაუკავშირდებიან. ამ ტერმინალების დამონტაჟება შესაძლებელია ფაქტობრივად ყველგან, სადაც ცა ჩანს. უკეთესი სერვისისთვის, უმჯობესია ამ ანტენის დაყენება სახურავზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner