logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: კრიტიკულ მიჯნას უახლოვდება მათი პოლიტიკური გონებრივი სიცარიელე
- +

1 ნოემბერი. 2023. 10:49

 

 

„დარწმუნებული ვარ, ევროკომისია გამოაცხადებს თავის რეკომენდაციას, ევროსაბჭოს სახელზე გაჟღერებულს, სადაც შავით თეთრზე ეწერება, რომ საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ოპოზიციისთვის ეს თავზარდამცემი ახალი ამბავი, მათ პირწმინდად პოლიტიკურად გაანადგურებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„მათ 2 წელია სხვა დღის წესრიგი არ ჰქონიათ, არ ახსოვთ, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები ცხოვრობენ, რომლებსაც უამრავი პრობლემა აწუხებთ, გარდა საგარეო ორიენტაციისა და პრობლემებისა, არსებობს უამრავი პრობლემა რომლებზეც მოქალაქეებს უნდათ საუბარი თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებთან, პარტიებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ პარლამენტში. გარდა იმ სპეკულაციისა, რომ ვითომდა ქართული ხელისუფლება რუსულია, ვითომდა ჩვენ რუსულ კურსს ვატარებთ, ვითომდა ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის ჩრდილში ვცხოვრობთ, ამ არაფრისმთქმელი და შინაარსისგან დაცლილი სპეკულაციების გარდა 2 წლის მანძილზე არავის არაფერი მოუსმენია და ჰოი, საოცრებავ, ეს ყველაფერი შეიძლება 1 წუთში ჩამოშალოს და ეს ადამიანები მოახლოებული არჩევნების წინ, დარჩნენ უბრალოდ თავიანთი პოლიტიკური მთავარი დღის წესრიგის გარეშე, ფაქტიურად გამოცარიელებულები, უიდეოები, უშინაარსოები. ასეთები არიან, მაგრამ რაღაც  კრიტიკულ მიჯნას უახლოვდება მათი გონებრივი პოლიტიკური სიცარიელე. მთავარი მამოძრავებელი მათი იყო ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, ააჯანყებდნენ საზოგადოებას, დაამხობდნენ ხელისუფლებას და მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ეს იყო პრიმიტიული გეგმა, რომელიც მარტივი ასახსნელია და რომელსაც ყველა ამჩნევდა, ხედავდა და ყველას ესმოდა. ეს მთავარი რამ ხელში შემოეძარცვათ და აღმოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული უამრავი ევროპული სიკეთე მოუტანა საქართველოს, მოუტანა ვიზა-ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების ხელშეკრულება, ევროპული პერსპექტივა და ახლა მოუტანს კანდიდატის სტატუსს. ჩემი პროგნოზით, როგორც კი 9 ნოემბერი გათენდება, დალაგდება ყველა და ყველა იტყვის, რომ სხვას მოლაპარაკება გაუხსნეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და თქვენ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი მოგანიჭეს, რა არის ეს, რას ჰგავს, ანუ, ფორსირებულად მოლაპარკებაც უნდა მოიპოვოთ და შესაბამისად სრულუფლებიანი წევრები გახდეთ ევროკავშირისა - ეს იქნება მათი დღის წესრიგი, ეს იქნება პრიმიტივიზმის მწვერვალი. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი წევრობამდე, ეს არ არის მარტივი გზა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner