logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა რეალურად გარდაიქმნა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა არის უზენაესი
- +

1 ნოემბერი. 2023. 11:23

 

 

“ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მე მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მე მინდა მადლობა გადავუხატო ბატონ რატი ბრეგაძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიების თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა.

 

ვფიქრობ მნიშვნელოვანი არის დღევანდელი შეკრება, ვინაიდან ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები. მე მივესალმები ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მონაწილეობისთვის. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებით ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში ქვეყანა რეალურად გარდაიქმნა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა არის უზენაესი. პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner