logo_geo
eng_logo
სამგორის რაიონში მდებარე კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, კეთილმოწყობილი კორპუსი აშენდება
- +

1 ნოემბერი. 2023. 12:00

 

 

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე მესამე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ნაცვლად, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული პროექტით 26 ოჯახი ისარგებლებს.

 

„აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა კონსულტაცია, შევთანხმდით კორპუსის დემონტაჟზე, რომლის ნაცვლად კი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება. მოლაპარაკებების დროს ხშირად ადგილობრივები ითხოვენ ფართების გაზრდას, რაც შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი იძლევა ზუსტად იმ რაოდენობის ფართს, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. აღნიშნული პროგრამით ბევრ ოჯახს დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მომდევნო წლებში ავარიული კორპუსები ახალი საცხოვრებელი სახლებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner