logo_geo
eng_logo
პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს
- +

1 ნოემბერი. 2023. 12:31

 

 

“საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და პრობაციის სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ძალისხმევას და ვინც მუშაობს, რომ ეს პროგრესი შენარჩუნდეს.

 

დღევანდელი კონფერენცია არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით.

 

საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს, იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელაღსრულების მიმართულებით. 2004 წლიდან დაიწყო ჩვენი მისია, საფუძველი ჩაეყარა ამას და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო ეხება ტექნიკურ დახმარებას, სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა სწორედ პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და პრობაციის სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით. ყველას დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ძალისხმევას და ვინც მუშაობს იმისთვის, რომ ეს პროგრესი შენარჩუნდეს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის სწორედ პრობაციის სააგენტოს მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner