logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ენჯეოებზე: ფაქტია, რომ ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა იმ მიმართულებით, რომ ქვეყნის წარმატებისთვის ხელი შეეშალათ
- +

1 ნოემბერი. 2023. 12:30

 

 

„არიან ორგანიზაციები, რომლებიც სამწუხაროდ, პრაქტიკულად არიან მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელება, მხოლოდ და მხოლოდ სხვა შეფუთვით მაგრამ იგივე პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც არის მაგალითად ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შეეხება, ზოგადად არ მინდა ვისაუბრო არასამთავრობო სექტორზე, იქ არიან ბუნებრივია პოლიტიკურად მიუკერძოებელი, თუნდაც მწვავედ კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, თუნდაც ორგანიზაციები, რომლებსაც საყვედური შეიძლება არ ეკუთვნოდეთ. მაგრამ არიან ორგანიზაციები, რომლებიც სამწუხაროდ, პრაქტიკულად არიან მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელება, მხოლოდ და მხოლოდ სხვა შეფუთვით მაგრამ იგივე პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც არის მაგალითად ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ცალკეული აქტორები, რომლებიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის ნიღბით არიან შენიღბულები, სინამდვილეში წარმოადგენენ იმავე პოლიტიკურ ძალებს, მათი მიკერძოებული შეფასებები მაინცდამაინც საინტერესოდ აღარ გამოიყურება. იმიტომ რომ, როდესაც მაგალითად ისინი ამბობდნენ და დღემდე ამბობენ, რომ ერთი რეკომენდაციის მეტი შესრულებული არ არისო, მემგონი ცივი შხაპი გადაავლო ევროკომისიის ადრინდელმა შეფასებებმაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეფასებებიც ანალოგიური იქნება. ახლა საუბრის წამოწყება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი დიდს არაფერს ნიშნავს ან საუბარი იმაზე, რომ ეს ხელისუფლების დამსახურება არ იქნება და სხვა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს სტატუსის მოპოვება, ეს, მე მგონი, უბრალოდ უგონო მცდელობაა, რომ რაღაც ფორმით მათი სასოწარკვეთილება რაღაცით გადაიფაროს. ფაქტია, რომ ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა იმ მიმართულებით, რომ ქვეყნის წარმატებისთვის ხელი შეეშალათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner