logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ენჯეოები“ უცხოურ დაფინანსებას ხშირ შემთხვევაში ექსტრემისტული მიზნებისთვის იყენებენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
- +

1 ნოემბერი. 2023. 14:24

 

 

ენჯეოები“ უცხოურ დაფინანსებას ხშირ შემთხვევაში ექსტრემისტული მიზნებისთვის იყენებენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ( GDI) დაფუძნებული ფონდის მიერ აქციებზე დაკავებული აქტივისტების ნაცვლად კანონდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე საუბრისას განაცხადა.

 

თქვენ გახსოვთ ამ „ენჯეოებმა“ რამხელა ამბავი ატეხეს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებდა საქართველოს პარლამენტი და უწოდეს მას რუსული კანონი. სინამდვილეში, ეს კანონი ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა, ეს იყო ამ „ენჯეოების“ ფინანსების გამჭვირვალობა და გაირკვა, რომ ძალიან ბევრი რამ ჰქონიათ დასამალი. ისინი უცხოურ დაფინანსებას ძალიან ხშირ შემთხვევაში იყენებენ საკუთარი რევოლუციური და ექსტრემისტული მიზნების რეალიზებისათვის. ეს ერთ-ერთი ამის მაგალითია. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ მიღებულიყო ეს კანონი საქართველოში, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალე არ ყოფილიყო ქართული საზოგადოებისთვის. თავიდან ედოთ ერთი ლოგო, მერე შეცვალეს მეორე ლოგოთი, აქაც იტყუებოდნენ. საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია. როგორც კი ჩაეძიენ ამ კონკრეტულ „ენჯეოს“ (GDI-ს]დაფინანსებასთან დაკავშირებით, მაშინვე მოუწიათ საკუთარი ინფორმაციის შეცვლა, მიკიბვ-მოკიბვა და ა.შ. სინამდვილეში მათთვის მიუღებელია საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა ერთადერთი მიზეზის გამო, ისინი [„ენჯეოები“] უცხოურ დაფინანსებას ხშირ შემთხვევაში ექსტრემისტული მიზნებისთვის იყენებენ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner