logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს ამ პარლამენტში ზრდილობა ეშლება, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები
- +

1 ნოემბერი. 2023. 14:27

 

 

“როდესაც ქალი დეპუტატი გამოდის და კაც დეპუტატებს პატარა კაცებს ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ. სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა. ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი. სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება არ გვიჭირს და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა საკუთარი სინანულის გამოხატვა. მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი ბერაიამ უკვე გააკეთა განცხადება. მან სინანული გამოხატა მისის განცხადების კონკრეტული ნაწილის გამო. შესაბამისად, მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამოხატა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას ეს არასერიოზული მოთხოვნაა. როდესაც კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ამ პარლამენტში ზრდილობა ეშლება, ესენი არიან სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. თქვენ გახსოვთ ერთი კვირის წინ, უფრო ადრეც, მუდმივ რეჟიმში, ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევითა და არაეთიკური ქცევით. თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიან პირველ რიგში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner