logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ადრე თვითმიზნად გამოგვიცხადეს ევროინტეგრაცია და ახლა თურმე საერთოდ არაფერი ყოფილა კანდიდატის სტატუსი
- +

1 ნოემბერი. 2023. 14:32

 

 

რაც შეეხება იმას, ვის არ უნდა კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არ უნდა არავის რადიკალურ ოპოზიციაში და ამას არც მალავენ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

გახსოვთ, ადრე თვითმიზნად გამოგვიცხადეს ევროინტეგრაცია და ახლა თურმე საერთოდ არაფერი ყოფილა კანდიდატის სტატუსი - ეს არის ახალი რიტორიკა. ჩვენ აქაც ერთი სტანდარტი გვქონდა. არასდროს ვატყუებდით ხალხს. მათი რიტორიკა გახსოვთ, რომ ეს მილიარდობით ევროს და დოლარს მოუტანდა კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, ეს იქნებოდა ქვეყნის აყვავების საფუძველი. ეს ყველაფერი იყო ტყუილები. დღეს თავად ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი საერთოდ არაფერი ყოფილა - ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. ჩვენ რასაც ადრე ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, მაგრამ ამას არც მილიარდები, არც წევრობის გარანტია არ მოაქვს და ა.შ, ეს პოზიცია ძალაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ველოდებით კანდიდატის სტატუსის მიღებას, ტყუილს არ ვეტყვით საზოგადოებას, რომ ის მოიტანს მილიარდობით ევროს, ან რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ორ და სამ წელიწადში. მაგრამ მათი სტანდარტი აქაც ორმაგი იყო. ჯერ ამტკიცებდნენ რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა მილიარდობით ევროს და ათას სიკეთეს, ახლა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერი ყოფილა, ამიტომ აქაც მიხედონ საკუთარ ორმაგ სტანდარტებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner