logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეწუხებულია იმის გამო, რომ ქვეყანა, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს იღებს. მათ ეშინიათ, რომ ის პროცენტებიც დააკლდებათ, რაც შემორჩენილი აქვთ
- +

1 ნოემბერი. 2023. 14:52

 

 

“რადიკალური ოპოზიცია შეწუხებულია იმის გამო, რომ ქვეყანა, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს იღებს. მათ ეშინიათ, რომ ის პროცენტებიც დააკლდებათ, რაც შემორჩენილი აქვთ”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

იგივე შიში აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაკავშირებულია კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის „ლელო“, გახარია და ა.შ. მათ ეშინიათ, რომ ხმები დააკლდებათ, თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს. ამით არიან შეწუხებული და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ კამპანიას ამიტომ აწარმოებდნენ. ამას ჰქონდა ორი მიზეზი – ჯერ იმედი ჰქონდათ, რომ რევოლუციას მოაწყობდნენ, სტატუსის არმონიჭების პირობებში, ეს ივნისში არ გამოუვიდათ, შემდეგ უკვე შიში ჰქონდათ, რომ თუ სტატუსი მოგვენიჭებოდა, მათ პროცენტები დააკლდებოდათ. ეს შიში ახლაც ძალაშია. რაც შეეხება ხათუნა სამნიძეს, მან სახელები და გვარები უნდა დაასახელოს. თუ საუბრობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და შემდეგ გვარებს არ ასახელებს, თავად განსაჯეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. შეიძლება, საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდეს, რომ ხათუნა სამნიძეს უნდა, ალიბი შეიქმნას, რაც არასწორია. თუ საუბრობს იმაზე, რომ ვიღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, როგორ შეიძლება, სახელები და გვარები არ დაასახელოს? ან საქმე გვაქვს იმასთან, რომ თავადაც ამ ყველაფრის მონაწილე იყო და ალიბის შექმნა უნდა ან სახელები უნდა დაასახლოს. კანდიდატის სტატუსი რადიკალურ ოპოზიციაში არავის უნდა – არც „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“ , არც გახარიას, არც „გირჩს“. ეშინიათ, პროცენტი არ დაკარგონ. რა თქმა უნდა, თუ სტატუსს მივიღებთ, „ნაცმოძრაობას“ რა რეიტინგიც აქვს, დააკლდება და უფრო ქვემოთ ჩამოვა პატარა პარტიების რეიტინგი, რომლებიც ბარიერს მიღმა არიან “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner