logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს შეხვდა
- +

1 ნოემბერი. 2023. 15:16

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წლის ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

 

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა. მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან - ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.

 

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარის ოდენობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner