“ისინი არაკონსტრუქციული განწყობით, ხელისუფლებისთვის ხელის შეშლით ცდილობენ, რომ ქვეყნის წარუმატებლობა შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს და შესაბამისად, ხელისუფლებასთან კონკურენციაში ეს გამოიყენონ, როგორც საკუთარი უპირატესობა”, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„იმისთვის, რომ ხელისუფლება წარუმატებლად აქციონ, ქვეყანა უნდა გამოაცხადონ წარუმატებლად - ეს არის მათი იდეა, ჩანაფიქრი და ტაქტიკა. ამ ტაქტიკას მისდევენ დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.