logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: რადიკალების ტელევიზიები ახლა რომ შეშფოთებულები არიან და ბერაიას სტატუსს სტატუსზე უძღვნიან, ნიკა გვარამია პრეზიდენტს დედას რომ აგინებდა, მაშინ სად იყვნენ?
- +

1 ნოემბერი. 2023. 16:38

 

 

არ მგონია, რომ გუშინდელი ინციდენტი ვინმეს მოეწონოს, რაც მოხდა, მისაღები არ არის, მაგრამ რადიკალების ტელევიზიები ახლა რომ შეშფოთებულები არიან და ბერაიას სტატუსს სტატუსზე უძღვნიან, ნიკა გვარამია პრეზიდენტს დედას რომ აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, მაშინ სად იყვნენ? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ორმაგ სტანდარტს იყენებენ.

 

მაშინ არ იყო ქალის უფლებები? ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიუღებელია. პიროვნული შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება, ბევრს შეგვშლია, რაც მოსაწონი არ არის. ეს განსაკუთრებით მათგან არის აღმაშფოთებელი, რომლებიც ფსიქოლოგიურად არაერთხელ მოსრიალებულან არაადეკვატურობის ფონზე. ეთერებში აღიარებები იყო და დღეს ჩვენს კოლეგებს მორალს უკითხავენ“, – განაცხადა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner