logo_geo
eng_logo
ირაკლი გაფრინდაშვილი: ეს იყო კახი კალაძის წარმატების საწინდარი...
- +

10 სექტემბერი. 2016. 01:31



კახი კალაძის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გაფრინდაშვილი ენეგრეტიკის უკვე ყოფილ მინისტრს, კახი კალაძეს მიმართავს:


„ჩემთვის ეს იყო სამსახურეობრივად ძალიან საინტერესო 4 წელი. ადამიანთან, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია საკუთარი თავის და იმ სფეროს განვითარებაზე, რომელშიც მოღვაწეობს.

 

ჩემი პირველი გულწფელი გაკვირვება გამოიწვია, მისი მინისტრად დანიშვნიდან რამოდენიმე თვეში, საპარლამეტო ოპოზიციასთან კითხვა - პასუხის რეჟიმში გამართულმა შეხვედრამ, სადაც მან ოპოზიციის თითქმის ყველა შეკითხვას სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ამომწურავად უპასუხა. გამიკვირდა იმიტომ რომ, რამდენიმე თვეში აი ასე აითვისო შენი პროფესიიდან რადიკალურად განსხვავებული საქმე, ამას ჭირდება მონდომება და ბევრი შრომა.

 

მე არ ვარ ტიპაჟი "საჯარო მოხელე" რის გამოც ბევრი შეცდომა დავუშვი ამ 4 წლის მანძილზე და ამავდროულად ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი დაკვრვებით არ არსებობს იმაზე დიდი PR რაც არს გულწრფელობა, თავმდაბლობა და თავდაუზოგავი შრომა შენი საქმისთვის და საკუთარი თავის განვითარებისთვის. კახი კალაძეს აქვს ეს თვისებები და ვფიქრობ, რომ ეს იყო მანამდეც და ეს არს ახლაც მისი წარმატების საწინდარი.

 

გული მწყდება, რომ დღევანდელი დღე ჩემს შვებულებას დაეთხვა და არ ვარ თბილისში, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო მუდამ ვიქნები კარგი ადამიანის, საუკეთესო მენეჯერის, შესაშური უფროსის და უბრალოდ კარგი კაცის- კახი კალაძის გულშემატკივარი!"- წერს გაფრინდაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner