logo_geo
eng_logo
საბინე მახლი: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა უამრავი რეფორმა, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია ეფექტიანად მიმდინარეობს, გაერო აქებს საქართველოს მთავრობას
- +

1 ნოემბერი. 2023. 17:54

 

 

საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში უამრავი პროგრესი, უამრავი ცვლილება განხორციელდა და ჩაეყარა საფუძველი უამრავ რეფორმას. შესაბამისად, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ახლა უკვე ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა უფლებებისა და გენდერული ბალანსის დასაცავად.

 

საბინე მახლმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის, სტიგმატიზაციის დაძლევის გარეშე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო შესაბამისი პროგრამების არსებობა, არამედ მათი აღსრულება და რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა სამაგალითოა.

 

საქართველო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ მიმართულებით. ეს პროგრამები ძალიან კარგია და არა მარტო საკანონმდებლო დონეზე, არამედ პრაქტიკაშიც უნდა ხორციელდებოდეს და გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას ამ პროგრამების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ თვითონაც ვმონაწილეობთ ამ კონკრეტულ ინიციატივებში“, – აღნიშნა მან.

 

თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ მასპინძლობს. ღონისძიება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს.

 

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner