logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს, სამნიძე-დეკანოიძის მხრიდან ეს განცხადებები საკუთარი პერსონების აქტუალიზაციისთვის გაკეთდა
- +

1 ნოემბერი. 2023. 18:16

 

 

“რა საინტერესო დრამატურგია დაუდგამს ხათუნა სამნიძეს. რაც აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ ოპოზიციის ნაწილი ეწინააღმდეგებოდნენ და საქმეს აფუჭებდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მათი მხრიდან უბრალოდ ეს თემა საკუთარი პერსონების აქტუალიზაციისთვის გაკეთდა. ახლა კი რამდენიმე დღეში, ამ კონკრეტულ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუცლიათ თავიანთი დამოკიდებულება და უკვე აღარ მუშაობენ საქართველოს საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

თურმე ჩვენ ყველა ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ ეს ყველაფერი გამოააშკარავეს. აქ არაფერი არ იყო გამოსააშკარავებელი. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უკვე წლებია და ფაქტობრივად ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული კონკრეტული პირები ვიცით ვინ დადიოდა და ვინ ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. მთელი ეს კამპანია ერთადერთი ემსახურებოდა კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვითომ პოპულარიზაციას და ვითომ გადაარჩინეს სახელმწიფო რაღაც ნეგატიური სცენარის განვითარებისგან. რეალობა კი ის არის, რომ არცერთი მათგანი არ იღებს მონაწილეობას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. უფრო მეტიც, ისინი ყველანი თავთავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უშლიან ამ პროცესს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner