logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მგრძნობელობით მივუდგებით ისეთ საკითხს, რომელიც ეხება განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს, მათ პირად ცხოვრების შესახებ რაიმე ფაქტებით საუბარს, ან შეურაცხყოფებს
- +

1 ნოემბერი. 2023. 18:21

 

 

“რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მგრძნობელობით მივუდგებით ისეთ საკითხს, რომელიც ეხება განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს, მათი პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე ფაქტებით საუბარს, ან შეურაცხყოფებს”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ პარლამენტში გუშინდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ. ის, რომ ეს იყო მიუღებელი და არასწორი საქციელი, თავად ირაკლი ბერაიას მხრიდან იყო აღნიშნული. მან ამისთვის ბოდიშიც მოიხადა. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ძალიან დიდი მგრძნობელობით მივუდგებით ისეთ საკითხს, რომელიც ეხება განსაკუთრებით ქალ დეპუტატებს, მათი პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე ფაქტებით საუბარს, ან შეურაცხყოფებს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბერაია ჩემი კოლეგაა და მე შემიძლია გავიგო რა იყო ამ [დაპირისპირების] ყველაფრის წინა პირობა, ეს არ ამართლებს იმ ფორმას, როლითაც მან მიმართა ქალ დეპუტატს. თქვენი ეთერითაც მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ამგვარი არასდროს განმეორდეს არც ჩემი კოლეგების, არც ოპოზიციონერების მხრიდან. აქვე აუცილებელია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ეს ყველაფერი არ დაწყებულა ახლა. სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად, ოპოზიციის წევრების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ზიზღის, აგრესიის, სხვადასხვა ხასიათის შემოტევების, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. ეს ყველაფერი ახალისებს შემდგომში საპასუხო რეაქციებსაც, თუმცა ეს ყველაფერი მინიმუმ ჩვენი მხრიდან მაინც არ უნდა იყოს განხორციელებული, ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ეს ადამიანები სრულიად უპასუხისმგებლოები იყვნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც აგრძელებენ ამ მავნებლობას“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner