ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნიკა გვარამიამ სიამაყით გვამცნო, 7 ნოემბერს ბრიუსელში მივდივარ, მერე იქიდან აშშ-ში, ჟურნალისტური ოსკარით მაჯილდოებენო.
დაუჯერებელი, საეჭვო ინფორმაციაა, მაგრამ თუ ეს მართალია, „მეგობარ“ ამერიკას ძალიან მდარე და ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონია ჟურნალისტიკაზე. ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - გვარამიას (და კიდევ ბევრი მისნაირის) „ტელემოღვაწეობას“ არავითარი (არავითარი!) საერთო არა აქვს, ზოგადად, ჟურნალისტიკასთან.
მხოლოდ მის ნაძალადევ და უადგილო ენაბილწობას არ ვგულისხმობ - გვარამია მაშინაც არაჟურნალისტია, როცა თუნდაც ფილოსოფიურ აზრებს აფრქვევს და მსმენელ-მაყურებლებს ფაქტების ნაცვლად აღქმებით აზროვნებისკენ მოუწოდებს.
აი, ამერიკელები გარეწრობისთვის თუ დააწესებენ რაიმე პრემიას და მეგობარ ქართველ ტელემოლაყბეებს დააჯილდოებენ, ხმას როგორ ამოვიღებ!“ - წერს თეიმურაზ ქორიძე.