ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე პარლამენტში ირაკლი ბერაიას მიერ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბილწსიტყვაობა იმდენად უცხო და მიუღებელია ჩემთვის, რომ ზოგჯერ, ამის გამო, მრცხვენია კიდეც.
მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა ვიკითხო:
იქ, სადაც ნიკა პრეზიდენტ სალომეს „ყ...ქალას“ უწოდებს, ირაკლისაგან თეონას მიმართ გამოყენებული ეპითეტები ვინმეს გულწრფელად აღაშფოთებს?!
***
თვითონ პრეზიდენტად წოდებულის, გვარამიას შემწყალებლის „აღშფოთება“ ხომ მართლაც გულისამრევია - სიყალბისა და ფარისევლობის იშვიათი ნიმუში“ , - წერს იოსებ ჭუმბურიძე.