logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
- +

1 ნოემბერი. 2023. 19:49

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო საქმიანობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

 

ნინო წილოსანმა ნიდერლანდების სამეფოს ახალდანიშნულ ელჩს როგორც აგრარული, ასევე გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, მათ შორის აგრარული მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე.

 

 

 

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ჩვენთვის პრიორიტეტულ ორ მიმართულებაზე: ეს არის სოფლის მეურნეობა და გენდერული თანასწორობა. ნიდერლანდები არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ორივე მიმართულებით უზარმაზარ ძალისხმევას დებს ჩვენს ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ნომერ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სფეროში მათი გამოცდილების გაზიარება", - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner