logo_geo
eng_logo
კახა კალაძე USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე: სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის დამფინანსებლად USAID მოგვევლინა, ეს რევოლუციის ხელშეწყობაა
- +

1 ნოემბერი. 2023. 19:50

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას გულდასაწყვეტი და სამწუხარო უწოდა USAID-ის მიერ ისეთი პროექტების დაფინანსების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის დათესვა და რევოლუციური სცენარის განვითარებაა.

 

 

„მინდა გავიხსენო ადრეული პერიოდი, როცა საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, იცით, რომ პარალელური დათვლები იყო გაყალბებული. გაირკვა რომ USAID-ის პროექტი იყო. ჩვენი ლიდერების მხრიდან გამოაშკარავდა ეს არასწორი დათვლა. ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება წარმატებულად ჩატარებულიყო. გულდასაწყვეტია, რომ ამის უკან დამფინანსებელი ორგანიზაცია USAID-ის სახით გვხვდება. ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ვნახეთ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრების განცხადებები, თითქოს, ახორციელებდნენ პროექტს, რაც ხელს უწყობდა მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგს, თუმცა ცხადი გახდა რასთან დაკავშირებით ტარდებოდა აღნიშნული ტრენინგები, რა სწავლებები მიმდინარეობდა. განმარტებები რაც მოვისმინეთ იყო შემაშფოთებელი. თუ ასეთი ქმედებები გაგრძელდება, ეს პირდაპირ არის რევოლუციის ხელშეწყობა",- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner