ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ღაზაში ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკზე დარტყმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ავიაიერიშის სამიზნე - ჰამასის მეთაური - ლეგიტიმური სამიზნე იყო.
"ჩვენ ვიცით, რომ ის ტერორისტია. და რა თქმა უნდა, თუ მიეცემა შანსი, ის ამას კვლავ გააკეთებს. აშკარა სამხედრო აუცილებლობაა. როდესაც გყავს ტერორისტი, გარშემორტყმული ათეულობით მისი მომხრეებით, რომლებიც მეტი თავდასხმის განხორციელებას გეგმავენ, მაშინ ისინი ლეგიტიმური სამიზნეა", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, პიტერ ლერნერმა.