ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ "ცაჰალს" უზარმაზარი მიღწევები აქვს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში.
"შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ჩვენი ძალების საქმიანობით. ეს არის გადამწყვეტი და მტკიცე ქმედება. არსებობს ძლიერი თანამშრომლობა სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
"ბრძოლის ველზე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. ჩვენი დარტყმების სამიზნე ყველა დონის ტერორისტია, საველე მებრძოლებიდან მაღალი რანგის ტერორისტებამდე", - დასძინა იოავ გალანტმა.