logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება
- +

1 ნოემბერი. 2023. 19:55

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რადგან საქართველომ ამისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

 

 

როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული. ასევე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები.

 

 

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიწევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სტატუსის მიღება, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner