საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა, საპარლამენტო საქმიანობის და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური გაიმართა.