logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) სამუშაო ვერსია წარუდგინა
- +

1 ნოემბერი. 2023. 21:48

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) სამუშაო ვერსია წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.

 

 

აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველად სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

 

 

აღსანიშნავია, რომ პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორთან შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელების ფორმატზე, რაც ითვალისწინებს თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner