logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტის ოფიციალური პირი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებაზე: რაც სხვებისთვის გადაუდებელია, ჩვენთვის სულაც არ არის გადაუდებელი
- +

1 ნოემბერი. 2023. 21:52

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას დაჩქარებული წესით არ განიხილავს, რადგან ეს საკითხი არც ისე აქტუალურია ანკარისთვის, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

"შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი მხოლოდ ერთ-ერთი საერთაშორისო შეთანხმებაა ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც ელოდება რატიფიცირებას. ჩვენ განვიხილავთ მას, როდესაც დრო მოვა, ჩვენივე პრიორიტეტების ფარგლებში. რაც სხვებისთვის გადაუდებელია, ჩვენთვის სულაც არ არის გადაუდებელი", - აღნიშნა თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფუატ ოქტაიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner