სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ფხენიანს აწვდის ტექნოლოგიას თანამგზავრის გასაშვებად.
სეულში ასევე აცხადებენ, რომ აგვისტოს შემდეგ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის დაახლოებით 10 პარტია გაიგზავნა, ასევე სამხედრო მრჩევლები საბრძოლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით.