"არ შევწყვეტთ მუშაობას ამერიკელების ღაზიდან გამოსაყვანად," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
"დღეს, ამერიკის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო გასასვლელი დაჭრილი პალესტინელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზის სექტორი.
ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის მოქალაქეები დღეს დატოვებენ და ველოდებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადასვლას უახლოეს დღეებში", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.