logo_geo
eng_logo
ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ რეჟისორი ალეკო ცაბაძე ახალ ფილმზე მუშაობს, ,,Dark star’’
- +

1 ნოემბერი. 2023. 23:51

 

 

„ლაქა’,’ ღამის ცეკვა’’ ,  ,,მარტოობის ორდენის კავალერი, ,, რუსული სამკუთხედი’’ ,, რენე მიდის ჰოლივუდში’’,  ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ რეჟისორი ალეკო ცაბაძე ახალ ფილმზე მუშაობს, ,,Dark star’’. სცენარის ავტორი თავად რეჟისორი და მწერალი არჩილ ქიქოძეა. ფილმის გადაღებები 16 ოქტომბერს დაიწყო და წლის ბოლოს დამთავრდება.

 

ფილმი 45 წლის რეჟისორზეა, რომლის მთავარი ვნება კინოს გადაღებაა,  თვითგამოხატვის ერთადერთი  საშუალება, რომლის გარეშეც  მისი არსებობა აზრს კარგავს. ფილმში გადმოცემულია ბავშვობისა და ახალაგაზრდობის წლები,  დაუნდობელი და შეულამაზებელი  სიმართლე,  საკუთარ ოჯახზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი ვატო ონიანია, რომელსაც მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი თამაშობს. ვატო მოულოდნელად მკვლელიც ხდება და დგება მორალური  არჩევანის წინაშე  დაასრულოს კინოს  გადაღება თუ აღიაროს დანაშაული?!  

 

ფილმის პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა  გახლავთ, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული  პროექტი უკავშირდება როგორიცაა:  რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი ,, შინდისი’’,  რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის  ფილმი  ,, მძევლები’’  რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ფილმი ,,დედე’’  და სხვა. 

 

,,dark star’’ -ს  მთავარი მხარდამჭერი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრია..  სამიზნე ფესტივალებია კანისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალები.

 

აღსანიშნავია, რეჟისორმა ალეკო ცაბაძემ მის ახალ ნამუშევარში გააერთიანა  მსახიობთა ისეთი დასი, როგორებიც არიან: ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, მარი კიტია, თემიკო ჭიჭნაძე, თათული დოლიძე და სხვა.. ფილმის ქრონომეტრაჟი 110 წუთია,  ჟანრი კი  დრამა, დეტექტივი. თბილისური პრემიერა  2025 წელს ანონსდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner