logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: სალომე ზურაბიშვილი გადარჩა, თუმცა ღირსი იყო იმპიჩმენტის, რადგან მან უხეშად და მრავალჯერადად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია
- +

1 ნოემბერი. 2023. 23:48

"სალომე ზურაბიშვილი გადარჩა, თუმცა ღირსი იყო იმპიჩმენტის, რადგან მან უხეშად და მრავალჯერადად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომელზეც ფიცი დადო ამ ქვეყნის წინაშე, რომ დაიცავდა კონსტიტუციას და დემოკრატიას ამ ქვეყანაში. კონსტიტუციის დარღვევით დემოკრატია ვერ იქნება დაცული," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ფიქრობს, ქალბატონი ზურაბიშვილი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას.

 

 

„სალომე ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებზე ჯერ რაღაც საოცარი პროგნოზები გაავრცელეს მისმა ახლად შეძენილმა მეგობრებმა. შემდეგ მათვე აღნიშნეს, რომ თუ მას პარტიული საქმიანობით უნდა დაკავდეს, უნდა გადადგეს თანამდებობიდანო, თუმცა გადადგომაზე ცოტა შეფერხდნენ თავიანთ ოცნებებში, რადგან ეს ცოტა რთულად წარმოუდგენიათ. მეც ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ და ვვარაუდობ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, შემდეგ ის რით დაკავდება მემუარების წერით თუ საქართველოს კონსტიტუციის ხელახლა შესწავლით, ამას ვერ გეტყვით, ეს მისი საქმეა.

 

 

სალომე ზურაბიშვილი გადარჩა, თუმცა ღირსი იყო იმპიჩმენტის, რადგან მან უხეშად და მრავალჯერადად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომელზეც ფიცი დადო ამ ქვეყნის წინაშე, რომ დაიცავდა კონსტიტუციას და დემოკრატიას ამ ქვეყანაში. კონსტიტუციის დარღვევით დემოკრატია ვერ იქნება დაცული ამ ქვეყანაში. ნურავინ მეტყვის იმას, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, მორალურ სახეს ინარჩუნებს. სამწუხაროდ, ვერ ინარჩუნებს და თუ უნდა რომ მოსპოს და დაანგრიოს მისი იმიჯი და ავტორიტეტი, მაშინ შეიწყალოს სააკაშვილი“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner