logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები არის დარღვეული, რომ მას აქ აწამებენ და ამ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არათუ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, არამედ ქვეყანა გადასულიყო შავ სიაში
- +

2 ნოემბერი. 2023. 00:37

"სააკაშვილის გათავისუფლება კი არა, მას ჩემი აზრით, ის სასჯელი არ აქვს დაკისრებული, რაც ეკუთვნის. ეს შეიძლება 1 პროცენტიც არ იყოს იმის, რასაც ის იმსახურებს, რადგან უამრავი დანაშაულია სახეზე," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, გარკვეული ძალები, რომელთაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ, ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ სააკაშვილის უფლებები ირღვევა, რითაც სურდათ საქართველოს იმიჯის დაზიანება.

 

 

„ფარას დოკუმენტიც მეტყველებს, რომ სურდათ ქვეყნის გაშავება, ისინი ამ ქვეყანაში მოპარულ მილიონებს ხარჯავენ საქართველოს რეპუტაციის გასაშავებლად, რომ საქართველო მოხდეს ბელარუსის, რუსეთის სიაში. ასევე ფარას დოკუმენტის წყალობით ვიცით, რომ 300 000 დოლარი მარტო ამ „სამედიცინო მომსახურებებში“, სინამდვილეში კი ყალბი დასკვნების წერაში დახარჯა. ამ დოკუმენტში არის მედიების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს გაშავება უნდა მომხდარიყო. ყალბი დასკვნების საფუძველზე ესენი, მეგის ქარდავას ავტორები და ახალიების შემქმნელები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში სააკაშვილის უფლებები არის დარღვეული, რომ მას აწამებენ, რაც ღიმილისმომგვრელია. 3000-მდე ვიზიტორი ჰყავდა მას. არ ვიცი მე რომ 2 წლის განმავლობაში 3000 ადამიანს შეხვედროდა, თავისუფლებაზე მყოფსაც კი არ ვიცნობ ასეთ ადამიანს. მასთან რამდენიმე ასეული ექიმია ნამყოფი, ასეთი პატიმარი კი არა, პაციენტი არ ვიცი ამ პლანეტაზე. მათი ყალბი დასკვნები, რომ მას დემენცია ჰქონდა, რომ კვდებოდა, ეს ყველაფერი იყო ჩვენი ქვეყნის გაშავებისთვის გაკეთებული, საქართველოს რეპუტაციის შელახვისთვის, რომ არათუ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, არამედ ქვეყანა გადასულიყო შავ სიაში. რამდენი წელია ამა ვამტკიცებთ, რომ ესენი საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. მათი ყველა მცდელობა იყო მიმართული ქვეყნის არევაზე, რომ როგორმე იქნებ ამ გზით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ცაგურიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner