logo_geo
eng_logo
ხორვატიის იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას გაეცნო
- +

2 ნოემბერი. 2023. 00:49

სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო.

 

 

სტუმრებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს და იმ 470-ზე მეტი სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 117 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი.

 

 

დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად უმასპინძლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner