"ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმედი, რომ სწორედ 8 ნოემბერს, შრომა, რომელიც საქართველომ გასწია დაფასდება და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი ექნება.
,,რაც შეეხება, სტატუსის საკითხს. ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. მე დარწმუნებული ვარ, ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ, მათ შორის, თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება გვაქვს, იმედი მაქვს, რომ 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება ევროკომისიისგან,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ,,რუსთავი 2”-ის ეთერში.