logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ის იდეები, რომელიც მას ჰქონდა და ჩვენ თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება გვაქვს, იმედია, ეს შრომა დაფასდება და გვექნება პოზიტიური შეფასება
- +

2 ნოემბერი. 2023. 00:20

"ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, იმედი, რომ სწორედ 8 ნოემბერს, შრომა, რომელიც საქართველომ გასწია დაფასდება და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი ექნება.

 



,,რაც შეეხება, სტატუსის საკითხს. ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით ევროკომისიის შეფასებას. 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. მე დარწმუნებული ვარ, ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ, მათ შორის, თანამედროვე ევროპულობის ქართული გაგება გვაქვს, იმედი მაქვს, რომ 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება ევროკომისიისგან,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ,,რუსთავი 2”-ის ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner