სრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ მტკივნეული ფასი, რომელსაც ისრაელის ძალები ნიხდიან, აუცილებელია ამ ხანგრძლივი ომის მოსაგებად.
"ჩვენ ომში ვართ. ეს იქნება ხანგრძლივი ომი და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ პროაქტიულები ვართ და ვებრძვით მტერს მის ტერიტორიაზე, ვურტყამთ მას ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ისინი მუშაობდნენ თავიანთ გეგმებზე და ზუსტად იმ ადგილებში, საიდანაც ბოროტი ტერორისტები მოვიდნენ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
ჰერცი ჰალევის თქმით, აქტივობა გაგრძელდება და გაძლიერდება ომის ეტაპებისა და მისი მიზნების მიხედვით, როგორც ამას ისრაელის მთავრობა განსაზღვრავს.
"ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და მომავალი თაობების უფლებისთვის, ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და კეთილდღეობაში ჩვენს სამშობლოში", - დასძინა მან.