logo_geo
eng_logo
NASA-ს აპარატი „ლიუსი“ თავისი მისიის პირველ ასტეროიდს მიუახლოვდა
- +

2 ნოემბერი. 2023. 01:53

NASA-ს კოსმოსური აპარატი „ლიუსი“ მალე თავისი მისიის პირველ მიზანს შეხვდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

 

ტელეარხის ცნობით, ოთხშაბათს აპარატი ასტეროიდ დინკინეშთან ჩაიფრენს. „ლიუსი“ ასტეროიდს 425 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება, მონაცემებსა და ფოტოებს დედამიწაზე კი მომდევნო დღეებში გამოგზავნის. დინკინეშის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრს შეადგენს, ის ასტეროიდის სარტყელში მდებარეობს - მარსსა და იუპიტერს შორის. ასტეროიდი 1999 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ მასზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.

 

 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო ხედით შევხედავთ ობიექტს, რომელიც აქამდე მხოლოდ ტელესკოპებში ლაქა იყო. კაცობრიობა პირველად დაინახავს დინკინეშს“, - აღნიშნულია მისია „ლიუსის“ მთავარი მკვლევრის, ჰალ ლევისონის განცხადებაში.

 

 

დინკინეში პირველი იმ 10 ასტეროიდს შორის, რომლებსაც „ლიუსი“ თავისი 12-წლიანი მოგზაურობის განმავლობაში შეხვდება. აპარატი თითოეულ ასტეროიდს წამში 4,5 კილომეტრის სიჩქარით ჩაუფრენს. მისიის მთავარი მიზანი იუპიტერის ტროას ასტეროიდების ჯგუფებია, რომელიც აქამდე არავის შეუსწავლია.

 

 

„ლიუსი“ 2021 წლის ოქტომბერში გაუშვეს. მისიას სახელწოდება ავსტრალოპითეკ ლიუსის ჩონჩხის პატივსაცემად შეურჩიეს, იმიტომ რომ ტროას ასტეროიდების კვლევამ შეიძლება მზის სისტემის ადრეული ისტორიის ფაქტები გამოავლინოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner