ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მძევლების დაბრუნება მიმდინარე სამხედრო კამპანიის წარმატების განუყოფელი ნაწილია.
"გეუბნებით იმას, რაც [მძევლების] ოჯახებს ვუთხარი, ცალსახად, მძევლებზე ვფიქრობთ და მათი დაბრუნება მიმდინარე [სამხედრო] კამპანიის წარმატების განუყოფელი ნაწილია - რა თქმა უნდა, მტრის წინააღმდეგ ამ გადამწყვეტ ომში გამარჯვებისა და ისრაელის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების აღდგენასთან ერთად", - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
იცხაკ ჰერცოგმა "ჰამასი" ისრაელის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, არ წამოეგონს "ჰამასის" ხაფანგს და არ გაავრცელონ უსაფუძვლო ჭორები.