logo_geo
eng_logo
ისრაელის პრეზიდენტი: მძევლების დაბრუნება მიმდინარე სამხედრო კამპანიის წარმატების განუყოფელი ნაწილია
- +

2 ნოემბერი. 2023. 01:34

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მძევლების დაბრუნება მიმდინარე სამხედრო კამპანიის წარმატების განუყოფელი ნაწილია.

 

 

"გეუბნებით იმას, რაც [მძევლების] ოჯახებს ვუთხარი, ცალსახად, მძევლებზე ვფიქრობთ და მათი დაბრუნება მიმდინარე [სამხედრო] კამპანიის წარმატების განუყოფელი ნაწილია - რა თქმა უნდა, მტრის წინააღმდეგ ამ გადამწყვეტ ომში გამარჯვებისა და ისრაელის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების აღდგენასთან ერთად", - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

 

 

იცხაკ ჰერცოგმა "ჰამასი" ისრაელის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, არ წამოეგონს "ჰამასის" ხაფანგს და არ გაავრცელონ უსაფუძვლო ჭორები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner