„რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო, რომ ისეთი ფორმატის მოდელირება გაეკეთებინათ, რომ აქ საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული დაპირისპირება, ისეთივე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და ისინი დასავლეთის მხედრიონის წევრები არიან, დაპირისპირებული რუსეთთან და „ქართული ოცნების“ წარმოდგენა უნდოდათ, როგორც იმ ძალისა, ვისთანაც ისინი დაპირისპირებულები არიან, როგორც ეს მსოფლიო მასშტაბით ხდება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ძალიან ეფექტური მუშაობა ჩატარდა სამუშაო ჯგუფებში, მართალია, არ იღებდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა მონაწილეობას, პოლარიზაციის რეკომენდაცია არ ეგონოს ვინმეს შესრულებელი, მაგრამ ყველა ის მაჩვენებელი, რაც შეესაბამება დანარჩენი 11 მუხლის მოთხოვნებს, უმაღლეს დონეზეა შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დაწყებული მართლმსაჯულების სისტემიდან, დამთავრებული კორუფციასთან ბრძოლის თემებით და ვფიქრობ, წარმატებული იქნება ის მუშაობა, იმ გამოხატულებით, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება.
სტრატეგია, რაც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, გარკვეულ ხავსს წააგავდა, რომელიც ჩამოსაკიდებლად აღარ ვარგა და ახლა თითქოს სიპ ქვებზე ცდილობენ ამოტივტივებას. რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო, რომ ისეთი ფორმატის მოდელირება გაეკეთებინათ, რომ აქ საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული დაპირისპირება, ისეთივე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და ისინი დასავლეთის მხედრიონის წევრები არიან, დაპირისპირებული რუსეთთან და „ქართული ოცნების“ წარმოდგენა უნდოდათ, როგორც იმ ძალისა, ვისთანაც ისინი დაპირისპირებულები არიან, როგორც ეს მსოფლიო მასშტაბით ხდება. არ გამოუვიდათ, ვინაიდან ამას რეალური საფუძველი არ აქვს, ტყუილია. მათი არცერთი ნარატივი არ გამართლდა. ახლა არის ისტერიკა და ამ ისტერიკის გამოხატულება არის ახალი ფორმატები, ახალი ფორმულირებები, რომელიც აბსოლუტურად კომიკურია და ზოგი აშკარად აჩვენებს, რომ ქვეყნის დაზიანება კვლავ რჩება მთავარ ამოცანად“, - განაცხადა ვოლსკიმ.